ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თიბისი x ილია თოფურია - მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

თიბისი x ილია თოფურია - მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

როცა საკუთარი თავის და მიზნის გჯერა, არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა - თიბისის ახალი ბრენდ პლატფორმით - მთავარია გჯეროდეს, ვგულშემატკივრობთ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ თავიანთი მიზნის დაიჯერონ და მომდევნო ნაბიჯები რწმენის რეალობად ქცევას მიუძღვნან.

განახლებული საკომუნიკაციო პლატფორმით, თიბისი ილია თოფურიას თანამგზავრი გახდა და ამ კოლაბორაციის დახმარებით, საზოგადოებაში მოტივაციის ამაღლება და იმ რწმენის გაძლიერება სურს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ როცა გჯერა, შეუძლებელიც შესაძლებელია.

UFC-ს დაუმარცხებელ ჩემპიონთან ერთად შექმნილი პირველი კომუნიკაციაც ამ საკითხს ეხმიანება და გვაჩვენებს, რომ ერთი შეხედვით ძალიან ძლიერ ადამიანებსაც კი, ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა სწორედ საკუთარ თავთან აქვთ მოსაგები. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, ჯიუტად გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების; თუნდაც, ისეთ რამეს ეჭიდებოდე, რაც ჯერ არავის გაუკეთებია.

ილიასა და თიბისის უმთავრესი ღირებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და ამ ერთიანი ხედვისა და პრინციპების გათვალისწინებით, ეს კოლაბორაციაც რეალურ ღირებულებას ქმნის.

საკუთარი თავის რწმენა, ძლიერი, დამოუკიდებელი ნაბიჯებით მუდამ წინსვლა და გამარჯვება არის ის, რაც თიბისისა და ილიას დამეგობრებით კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებათ.

მანამდე კი, ჯიუტად, მთავარია გჯეროდეს!

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.