ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა

თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ შეისწავლონ.
რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ორ ეტაპიანი კონკურსის შემდეგ, შერჩეული მონაწილეები, 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან:
• ვებგვერდების აწყობა
• UI/UX დიზაინი
• შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
• მობილური აპლიკაციების შექმნა
• გრაფიკული დიზაინი
• სოციალური მედია მარკეტინგი
ხუთი წარმატებული სემესტრის შემდეგ, რომელსაც ჯამში 3000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ახლა უკვე შემოდგომის სემესტრზე დაიწყო უფროსკლასელების მიღება და წელს ტექსკოლაში სიახლეა, რომ აღნიშნულ კურსებში ინტეგრირდა მოდული.
მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, მონაწილეობა სრულიად უფასოა და ამასთანავე საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს – ბრალდებულები შვილებს ბათუმში, მათ შორის ტურისტულ ადგილებში, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ