ლიზინგმა“ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად PROPARCO-გან 10 მილიონი ევროს რესურსი მიიღო

საფრანგეთის განვითარების სააგენტო PROPARCO-მ საქართველოს უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას, „ ლიზინგს“, 10 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მათი უკვე რიგით მეორე წარმატებული ტრანზაქციაა.
ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოზიდული ფინანსური რესურსი კიდევ უფრო გააძლიერებს „თიბისი ლიზინგისა“ და PROPARCO-ს პარტნიორობას და ხელს შეუწყობს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.
კომპანიის განმარტებით, „თიბისი ლიზინგი“ აქტივების დაფინანსების გამარტივებისა და მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. აღნიშნულ რესურსს „თიბისი ლიზინგი“ აქტივების პირდაპირ დასაფინანსებლად გამოიყენებს, რაც ქვეყნის განვითარებადი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება.
„თიბისი“ ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს კორპორატიულ ლანდშაფტში დომინირებს და მთლიანი წარმოების ღირებულების 53%-ს და კერძო სექტორში ბრუნვის 35%-ს შეადგენს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
მათივე განმარტებით, ეს ტრანზაქცია ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რადგან მოზიდული ფინანსური რესურსის 40% სუფთა ენერგიისა და ენერგოეფექტურობის პროექტებზე იქნება მიმართული, ხოლო 10% იმ პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც აძლიერებს ქალებს, როგორც მეწარმეებს, ბიზნეს ლიდერებს და ზრდის მათ ეკონომიკურ ჩართულობას.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია PROPARCO-სთან და კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია ასახავს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ინოვაციური, მოქნილი და მორგებული ალტერნატიული დაფინანსების პროდუქტების მიწოდების გზით. ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა და მოუთმენლად ველით მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებაზე Propacro-სთან მუშაობას“, – განაცხადა „თიბისი ლიზინგის“ ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ლელომ ვიწყებთ კამპანიას გავაგებინოთ მაკასო, ბოჭორიშვილსო, ხოდა, თუ დიქტატურაა, რა მნიშვნელობა აქვს რას გაიგებს მაკა ბოჭორიშვილი? ბიძინა არ წყვეტს და მაკას გაგებაზეა რამე დაკიდებული?

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს