თიბისი კონცეპტი UK Bridge-ის განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ UK Bridge-ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამის, ჩარიცხვის, პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge სთავაზობს მათ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები. UK Bridge-ის წარმომადგენლებიადგილზე გაგიწევენ უფასო კონსულტაციას, თქვენი სურვილების გათვალისწინებით, შეგარჩევინებენსკოლასა თუ უნივერსიტეტს.
თიბისი კონცეპტში მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ:
• 3 თვიანი უფასო IELTS-ის კურსი UK Bridge ის ონლაინ სასწავლო ცენტრში
• 3 თვიანი მოზარდის კურსი UK Bridge ის ონლაინ სასწავლო ცენტრში
• 2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში, მოზარდისთვის (11-14 წ)
გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 2 მარტის 12:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/
გამოფენაზე მოსული თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ვრცელდება 5-დან 10%-მდე ფასდაკლება მონაწილე სკოლების საზაფხულო კურსებზე.
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც