"თიბისი კაპიტალი" Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.
საინვესტიციო საბანკო საქმიანობა
2023 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა - ჯამში 16 განთავსების მთლიანმა მოცულობამ, 372 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელს თიბისი კაპიტალის კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის წილმა 56% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ლარის ობლიგაციების 91% თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.