კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – 6%-ზე მაღალი საბაზო სცენარი

ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერ ზრდაზე მიუთითებს, რაც კაპიტალის უახლეს პუბლიკაციებშია ასახული. ამ ფონზეც კი, თებერვალში ეკონომიკის 9.5%-იანი მატება მოლოდინებს აღემატება. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და საინვესტიციო მოთხოვნა, ამჯერად დამატებით ხაზგასასმელია წლის დასაწყისიდან საკმაოდ მაღალი ფისკალური სტიმული და, ასევე, უკვე მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის არსებითი გაუმჯობესება. თავისთავად, მორიგი მობილიზაციის ტალღისა და არასტაბილურობის რისკის ზრდის ფონზე, პოზიტიურ ეფექტებზე საუბარი მიზანშეწონილი არაა, თუმცა მიგრაციის ეფექტის მთლიანობაში დადებითი ეკონომიკური ზეგავლენა სახეზეა.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი 6%-ს აღემატება.
გაეცანი პუბლიკაციას ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის