თიბისი და საქართველოს ბანკი 5 მილიონ ლარს გამოყოფენ აქციებზე დაზარალებულთა დასახმარებლად

„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ ხუთ მილიონ ლარს გამოყოფენ პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე დაზარალებულთა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.
ქვეყნის უდიდესი ბანკები 19 დეკემბერს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერენ:
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5,000,000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად“.
მათი განცხადებით, ფინანსური რესურსი
· „მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად;
· ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ, ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ“.
პრესრელიზის თანახმად ბანკების მიერ გამოყოფილი თანხის ერთი ნაწილი – 2,5 მლნ ლარი – გადანაწილედება შემდეგ ფონდებში:
· #ერთმანეთისთვის
· სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia
· თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ხოლო თანხის მეორე ნაწილი – ასევე 2.5 მილიონი ლარი – მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით, მათ შორის Mymarket.ge, Glovo, tkt.ge და სხვები.
კერძოდ, ბანკების თანახმად, ინიციატივები ასეთია:
TBC და mymarket.ge