ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
თიბისიში სჯერათ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს, თუმცა, ამ გზაზე ხშირად გვჭირდება სხვა ადამიანი, რომელიც საკუთარ ძალებში დაგვარწმუნებს. ზოგჯერ სულაც ერთი გამამხნევებელი მზერა ან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა საჭირო, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინო ის ძალა, რომელიც თავდაჯერებულობას შეგმატებს და მტკიცე ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება. როცა შენი სჯერათ – შენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს და ზოგჯერ კი, სრულიად უცხო ადამიანებს – ეს გაძლევს რწმენას, რომ ყველაფერი გამოგივა მთავარია გჯეროდეს!
თიბისიმ, ვიდეო რგოლში ადამიანების რეალურ გამოცდილებებზე დაყრდნობით, ისეთი ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები შეკრიბა და აღბეჭდა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცდია. ეს ის გარდამტეხი მომენტებია, როდესაცსხვების მხარდაჭერა და რწმენა უდიდეს როლს თამაშობს – იქნება ეს საეტაპო გამოცდილება,როგორიც ეროვნული გამოცდები და სტუდენტობისათვის მზადებაა, ისეთი ამაღელვებელი, როგორიც დიდ სცენაზე პირველი გამოსვლა, თუ ისეთი ტრივიალური, როგორიც თასმის შეკვრა. სწორედ მსგავსი მარტივი ჭეშმარიტებების გამოცდაა, ის, რაც ადამიანს შეუძლებელსაც შეაძლებინებს.
ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ – მთავარია გჯეროდეს და სჯეროდეთ შენი, რადგან დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია, ვინ დგას შენს გვერდით. ამასთანავე, გახსოვდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)