თიბისიში შექმნილი შოვის საქველმოქმედო ფონდი სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად

3 აგვისტოს, რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ში გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში, რომელშიც ჯამში შეგროვდა 775 000 ლარი.აქედან, თიბისის დონაცია 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 275 000 ლარი – კერძო პირებისა და კომპანიების მხრიდან შენატანი თანხებია.
ს ფონდში შეგროვებული თანხების მიზნობრივად მიმართვის პროცესში, თიბისითანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან. აღნიშნული ორგანიზაციები თიბისიში შექმნილი შოვის საქველმოქმედო ანგარიშზე შეგროვებული თანხის უშუალო ბენეფიციარებამდე მიტანის პროცესს უწევენადმინისტრირებას. დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც ხმარდება ფონდში აკუმულირებული ფინანსური რესურსი.
ამ დროისთვის ანგარიშზე არსებული თანხები შემდეგი მიმართულებით განაწილდა:
სამაშველო სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობა
აღნიშნული მიმართულება გულისხმობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას და გრძელვადიან ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. პროექტს მართავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელსაც ამ მიზნით გადაერიცხა 280 000 ლარი. საქველმოქმედო თანხა მოხმარდა ონის რაიონში 10 სექტემბრიდან საქართველოს წითელი ჯვრის ფსიქოსოციალური ცენტრის მოწყობას, ფსიქოლოგთა გუნდის დაკომპლექტებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ. აღნიშნული აქტივობები ასევე ითვალისწინებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მუშაობას და დაზარალებულ მოსახლეობასთან სახლებში ვიზიტებს. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის დაახლოებით 430 ადამიანს გაეწია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფსიქოლოგიური დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ