თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.
გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატიულ სააგენტო Playmakers-თან კოლაბორაციით, დაუკავშირდა ქართველ ინფლუენსერებს. მათმა ჩართულობამ და TikTok-ზე გავრცელებულმა სამოტივაციო ვიდეოებმა რეგისტრაციის რიცხვი საგრძნობლად გაზარდა და საერთო ჯამში თიბისის საზაფხულო Crash კურსებზე 600-ზე მეტი გოგონა დარეგისტრირდა
თიბისის Crash კურსები გოგონები ეს არის ონლაინ კურსები ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით, რომლებიც 9-12 კლასის მოსწავლე გოგონებს, მთელი საქართველოდან და არა მხოლოდ, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.
6000-ზე მეტი დარეგისტრირებული გოგონადან, კონკურსის შედეგად, შეირჩა 140 მონაწილე, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში შეისწავლიან:
· შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
· შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში
· შესავალი ვებგვერდები პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)
· შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML,CSS)
ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს