თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს.
თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის მრავალფეროვან ინტერესებს და ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრს სასიამოვნო სიახლით იწყებს. ონლაინ კურსებს კიდევ ერთი ძალიან მოთხოვნადი და საინტერესო – ხელოვნური ინტელექტის კურსი ემატება.
მე-9 დან მე-12 კლასის ჩათვლით ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში, ტექსკოლა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.
ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთმიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება.
თუ გსურს, შეიძინო ახალი უნარები და ტექსკოლის სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით პროექტში, შეარჩიე სასურველი კურსიდა გაიარე რეგისტრაცია 24 მარტის ჩათვლით:
შეგახსენებთ, რომ ტექსკოლის ონლაინ კურსები თიბისის სრული დაფინანსებით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის არის ხელმისაწვდომი.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება