თიბისის მხარდაჭერით, Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი – “რივერ პარკი” შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, დიღომი 8-ში, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიის – Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი, მრავალფუნქციური უბანი – „რივერ პარკი“ შენდება.
მტკვრის პირას, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, 30 000 მ2 ფართობის პროექტი დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმითა და 4 სართულიანი შენობებით გამოირჩევა.
პროექტის ინფრასტრუქტურა პარკებს, სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს აერთიანებს.
პროექტის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელია კეთილმოწყობილი, ფუნქციური და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი საერთო მოხმარების გამწვანებული სახურავები, რომელთა ჯამური ფართობი 1 ჰექტარზე მეტია.
დიღომი 8 გაქირავების კუთხით მოთხოვნადი უბანია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე დიმპლომატიურ და ბიზნეს სექტორში. ბოლო კვლევებით, დიღმის ტერიტორიაზე 26%-ითაა გაზრდილი უძრავი ქონების ფასები. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, „რივერ პარკი“ მომხმარებლებისთვის როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე უძრავ ქონებაში გონივრული ინვესტირების შესაძლებლობაა.
პროექტში კვ.მ-ის ფასი 1450$-დან იწყება. გადახდის მოქნილი პირობებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბინა წინასწარ შენატანის გარეშე, თვეში 1000$-დან შეიძინოს.
Index | Wealth Management უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომლის პორტფელიც ამჟამად 8 პროექტს ქალაქის შემდეგ უბნებში აერთიანებს: დიღომი 8, ავლაბარი, გლდანი, ორთაჭალა და სხვა. ამ ეტაპისთვის მიმდინარე 4 პროექტი თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება.
Index | Wealth Management-ის პროექტებსა და კომპანიის შესახებ გაეცანით ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა