„თიბისის“ მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024 გაიმართება

8-9 სექტემბერს თბილისში „თიბისის“ მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციას „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას.
„წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად, განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით. მნიშვნელოვანი ურთიერთობები დაამყარონ, ცოდნა გააზიარონ და პროფესიული ქსელი გააძლიერონ.
დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები, როგორც ქართველი სპიკერბისგან ისე მსოფლიოდან, დინამიური პანელური დისკუსიები, საინტერესო „ვორკშოპები“. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის – Quality Assurance ) – ის ბაზრის უახლეს კვლევას, რომელიც ბოლო 5 წლის მიმოხილვას მოიცავს.
„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ