ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში სასტუმრო Twenties გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ლუი პასტერის N5/7-ში, სასტუმრო Twenties გაიხსნა. 

სასტუმროს დიზაინი და გარემო, 1920-იანი წლების ამერიკის ესთეტიკითაა შექმნილი.

სასტუმრო აერთიანებს  34 ოთახსა და ტერასას, სადაც სტუმრებს ქართულ-ევროპული სამზარეულოსა და საავტორო კოქტეილების დაგემოვნება შეუძლიათ.

პროექტის ჯამური ღირებულება 3,430,000 მლნ. დოლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 3,040,000 მლნ. დოლარს შეადგენს.

"მოხარული ვართ, რომ თბილისს 20-იანი წლების ამერიკის სული შევმატეთ. ჩვენი ამოცანა სტუმრებისთვის უნიკალური და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაა, რაც მათ, ერთდროულად, საქართველოს მდიდარი კულტურითა და 20-იანების ეპოქის ატმოსფეროთი ტკბობის საშუალებას მისცემს”, - მალხაზ კურტანიძე, სასტუმრო Twenties-ის დამფუძნებელი.

სამომავლოდ, სასტუმრო საქართველოს მასშტაბით გაფართოებას გეგმავს.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდებს:

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.