„თიბისის“ ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები ცნობილია

„თიბისიმ“ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023- ფინალისტი კომპანიები გამოავლინა.
ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინალისტები 5 ნომინაციაში 400-ზე მეტი კომპანიიდან შეირჩა, რომლებიც წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ.
„ბიზნეს დაჯილდოება „თიბისის“ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს ჟიური მომავალი წლის თებერვალში გამოავლენს:
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის – „სტოქტონი“; „ცვალებადი ნიშნები“; HIGHWAY VFX;
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის: „ტენე“; „ბაბალე“; „პეტიტ ბაზარი“.
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის Signify; KLIPY; Roommate.ge
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში: „ჰერბია“; „ალტიჰათი“; „სვანიძის ზეთისხილი“.
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის – „ციმ.ციმ“; „ენთები“; „აუკი“, – ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის