ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, განსხავავებული ფორმატით ჩატარდება.

წელს, პირველად, ღონისძიების პირველ ნაწილში, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება და ის სპორტისა და ბიზნესის თემატიკას დაეთმობა.

ამჯერად, Setanta Sport-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბაჩა მალაზონია, JBS Academy-ს დამფუძნებელი, ლევან ახვლედიანი და სპორტის ჟურნალისტი, ტატო ბაციკაძე მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებენ თემაზე - „სპორტი, როგორც ბიზნესი“.

სპიკერები საქართველოში სპორტის სფეროს განვითარების პერსპექტივასა და სპორტული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ და მიმოიხილავენ, თუ როგორ უწყობს ხელს სპორტის პოპულარიზაცია ბიზნესინდუსტრიაში ახალი ბიზნესების აღმოჩენას.

ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სესიაზე დასასწრებად, რეგისტრაციის წინასწარ გავლა აუცილებელია ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.