თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს მათი ყოველდღიურობის გასამარტივებლად. ამჯერად, საქართველოს ბაზარზე პირველმა, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი – “პინის შეცვლა”, დანერგა.
ბარათებზე სასურველი პინის დასაყენებლად თიბისის მომხმარებლებს უკვე ახლომდებარე ბანკომატების ძიება აღარ სჭირდებათ – ამას სულ რამდენიმე წამში, მობაილბანკიდან შეძლებენ.
რაც მთავარია, მობაილბანკში პინის შესაცვლელად ძველი პინის გახსენება აღარ არის საჭირო და მომხმარებლები თავად აირჩევენ რა პინის დაყენება სურთ.
მობაილბანკიდან პინის დაყენების პროცესი რამდენიმე მარტივი ნაბიჯისგან შედგება: ბარათის მთავარ გვერდზე აირჩევთ პინის შეცვლას, შეიყვანთ ახალ პინს, გაიმეორებთ მას, დაადასტურებთ ცვლილებას და ახალი პინი გააქტიურდება.
იმისთვის, რომ ახალი ფუნქციონალით ისარგებლოთ, განაახლეთ მობაილბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Play Store-დან.
გადმოწერეთ მობაილბანკი და გაიმარტივეთ ყოველდღიური საბანკო ოპერაციები.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი