ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება 2026 წლის აგვისტოშია დაგეგმილი

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება 2026 წლის აგვისტოშია დაგეგმილი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, აქტიურად მიმდინარეობს თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 14 კმ-იანი (კმ44–კმ57) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„მონაკვეთი ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. სამუშაოები იწყება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის აღმოსავლეთით, გაივლის სოფლებს ლალისყურსა და ფშაველს და მთავრდება სოფელ ჯუღაანის აღმოსავლეთით.
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზა აკავშირებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს. ამასთან, იგი წარმოადგენს ფშავ-ხევსურეთთან და ყაზბეგთან დამაკავშირებელ უმოკლეს მარშრუტს. გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური და ტურისტული განვითარების თვალსაზრისით.
არსებული გზა ძლიერ იყო დაზიანებული და მზარდი მოძრაობის პირობებში მნიშვნელოვნად აფერხებდა გადაადგილებას.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა: მოწესრიგდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გაჩერებები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. რეაბილიტირდება ორი ხიდი – მდინარე თახტიბოგირის ხევზე და მდინარე სტორზე, ხოლო მდინარე ჭეჭაქვისხევზე აშენდება ახალი ხიდი. ჩატრდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც.
პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 17.7 მილიონ ლარს აღემატება. სამუშაოების დასრულება 2026 წლის აგვისტოშია დაგეგმილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.