,, თვითონ ნატო გელაშვილიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს” – ნანუკა ჟორჟოლიანის კიდევ ერთი პასუხი ,,ჭოხოებს”

კომპოზიტორ ნატო გელაშვილის შვილებსა და ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანმა ძმებ ჭოხონელიძეებს კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა:
,,ამდენი ხანია ვფიქრობ რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები.
სად მიმყავდა ისინი.
ჯერ ვიფიქრე რომ პოლიტიკურ არჩევანს მიწუნებენ. მაგრამ რანაირად, ნატოს მეუღლე ხომ 2012 წლის ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო.
ეხლა მომწერეს, რომ თვითონ ნატო გელაშვილიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს. დაახლოებით სამი წელი ყოფილა ეს თანამშრომლობა.
შესაბამისად ეს ვერსია გამოვრიცხე.
ევროპული გზაც არ უნდა დაეწუნებინათ.
სიმღერა მე არ მინდა.
პატიმრებზე ერთი ფიქრი გვქონია.
ჯობია აღარ ვიფიქრო ამ ამბავზე. მაინც ვერ ჩავწვდები.”
დაპირისპირების დეტალები იხილეთ აქ:
„ნანუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ!!“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ