თვითმფრინავით მგზავრობა 37%-ით, ქორწინების ბეჭედი კი 24%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ფასები სექტემბერში?

2024 წლის სექტემბერში საქართველოში 0.6%-იანი წლიური ინფლაცია იყო, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად შემდეგი 10 საქონელი და მომსახურება გაძვირდა:
· ნიორი +74%
· კივი +52%
· მანდარინი +38%
· თვითმფრინავით მგზავრობა +36.7%
· ლიმონი +35.4%
· ბავშვის ქურთუკი +29%
· კიტრი +27%
· მღებავის მომსახურება +24.9%
· ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი +24.4%
· ფორთოხალი +23.6%
გასულ თვეში 10 ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი და მომსახურება შემდეგია:
· ინტერნეტის გადასახდელი -39.9%
· მწვანილი -34.3%
· კომბოსტო -30.7%
· საზამთრო -27.6%
· ანტიბიოტიკები -25.7%
· ქალის ზამთრის ფეხსაცმელი -24.6%
· მწვანე ლობიო -20.9%
· საშინაო ფეხსაცმელი კაცის -20.7%
· ქალის სვიტერი -20.6%
· ელექტროყავადანი -18.2%
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.