თვითმფრინავით მგზავრობა 31%-ით, ქორწინების ბეჭედი კი 21.8%-ით გაძვირდა

თვითმფრინავით მგზავრობა 31%-ით, ქორწინების ბეჭედი კი 21.8%-ით გაძვირდა
თვითმფრინავით მგზავრობა 31%-ით, ქორწინების ბეჭედი კი 21.8%-ით გაძვირდა, - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების დეტალური ანგარიშიდან ირკვევა.
2024 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ფრენის ღირებულება 31.04%-ით არის გაზრდილი. ფასების ზრდით თვითმფრინავით მგზავრობა ყველაზე გაძვირებულ მომსახურებას შორის მოხვდა.
რაც შეეხება ქორწინების ბეჭედს, ის ყველაზე მეტად გაძვირეულ პროდუქტებსა და მომსახურებას შორის მე-9 ადგილზეა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების თანახმად, 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში პროდუქტებში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.