თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის – თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, შემოდგომის შემდეგ პულსიც აღარ გაეზომებათ და პოლიტიკური ველიდან გაქრებიან

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„თუ დღეს რაიმეს წარმოადგენენ პოლიტიკურ ველზე, თუ პატივს სცემენ იმ ადამიანებს, ვინც მათ ხმა მისცა წინა არჩევნებზე, შესაბამისად, თუ გონიერება ეყოფათ უნდა მიიღონ მონაწილეობა, დარეგისტრირდნენ და საარჩევნო პროცესში ჩაერთონ. თუ მონაწილეობას არ მიიღებენ გარწმუნებთ, რომ ოპოზიციას შემოდგომის შემდეგ პულსიც აღარ გაეზომებათ და პოლიტიკური ველიდან გაქრებიან“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოში ოქტომბრის პირველ შაბათს – 4 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო