,,თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ” – ტოვებს თუ არა გახარიას პარტიას თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს – ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებასთან” ისაუბრა. მისი თქმით, ის “გახარია – საქართველოსთვის” გუნდს არ ტოვებს:
,,სამი დღეა ცდილობს პროპაგანდისტული მედია იმის წარმოჩენას, რომ ოპოზიცია სუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ თავად აქვთ რეალურად გუნდში პრობლემა და ეს კარგად წარმოჩნდა მათ შორის მერიის კანდიდატების ბანერებზე გაკრული ფოტოებით. ის რომ საპარლამენტო არჩევნებზე მე ვიყავი პარტია გახარია საქართველოს სიაში უპარტიოდ, ძალიან კარგად იციან ცესკოშიც. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ გუნდთან ერთად მე ვრჩები სუვერენიტეტის დაცვის იმ ბრძოლაში, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რა თქმა უნდა, არ შევდივარ იმიტომ რომ ჩემი პროფილი და ჩემი საქმე ყოველთვის იყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და ამ საკითხებზე კვლავ მუშაობ გუნდთან ერთად” – თქვა აქუბარდიამ “რადიო თავისუფლებასთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ