ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა დასრულდა. ყველა საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. ამომრჩეველტა აქტივობა მაღალი იყო. "ეხო კავკაზას" ცნობით, 18 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 63%-ი შეადგინა.

ე.წ. საუბნო კომისიების წევრებმა ხმების დათვლა დაიწყეს.

რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე ორი კანდიდატი იყრის კენჭს-ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, არძინბამ - 36.92%.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ „ამომრჩეველთა“ რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 99 ათასმა ადამიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.