პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თვითგამოცხადებული “ლიძიო ძუვილაჟ” – რომელ დეპუტატს მიმართავს სამადაშვილი

პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი ზარქუას მიერ გაჟღერებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
“არ მგონია, რომ “ქართული ოცნების” თვითდანიშნულ ჯამბაზს რაიმე პასუხი უნდა გავცე. როგორც გავიგე, ამ ბოლო დროს ფრანგულად გვესაუბრება და ფრანგულად ვეტყვი, რომ ის არის “ოცნების” თვითგამოცხადებული “ლიძიო ძუვილაჟ”. ალბათ, მიხვდება რას ვგულისხმობ და ამიტომ არ ვთვლი საერთოდ პასუხის ღირსად არასდროს, როდესაც ჩემს სახელს ახსენებს”.
ცნობისთვის, ირაკლი ზარქუამ დღეს თქვა:
“სალომე სამადაშვილი და ჭიჭე ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და გამოფინო იმის დასანახად, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.