თვეების განმავლობაში ვიხსენებდით ყველა იმ დანაშაულს, რომელსაც ეს რეჟიმი სჩადიოდა და დღესაც მომსწრენი ვართ, თუ როგორ უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას უკვე ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“

თვეების განმავლობაში ვიხსენებდით ყველა იმ დანაშაულს, რომელსაც ეს რეჟიმი სჩადიოდა და დღესაც მომსწრენი ვართ, თუ როგორ უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას უკვე ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“
დღეს პარლამენტი პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილავს საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის. 400 გვერდზე მეტი მოცულობისაა ეს ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ჩვენება, მტკიცებულება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს შეეხება – 2012 წლამდე ხელისუფლებაში, 2012 წლის შემდეგ კი როგორც ანტიდემოკრატიულ, ექსტრემისტულ ორგანიზაციას ოპოზიციაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მან კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნა ისტორიული კვლევის მსგავსია, რომელშიც საქართველოს უახლესი ისტორია მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის აღწერილი.
„თვეების განმავლობაში ვისმენდით და ვიხსენებდით ყველა იმ ტკივილსა და დანაშაულს, რომელსაც ეს რეჟიმი სჩადიოდა და დღესაც მომსწრენი ვართ, თუ როგორ უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას უკვე ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“. მაგალითია თუნდაც დღეს მიმდინარე პროცესები, როდესაც ისინი ღიად საუბრობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაზე, დამხობაზე, მათი უცხოელი მფარველები კი ამის ნორმალიზებას ახდენენ და ხელს ართმევენ ამ ანტიდემოკრატიულ ექსტრემისტულ დაჯგუფებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
Previous: დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის განაშენიანების გენგეგმაზე: მინდა კომიტეტს ვთხოვო, რომ საზედამხედველო ფუნქციით აიღოს ეს საკითხი და თვალი ადევნოს, რადგან ამ საკითხის მოგვარებას მოსახლეობა უკვე 10 წელია ელოდება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში