თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც კერძო შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებას გუშინ ხმაური მოჰყვა, კორპუსის მობინადრეები კვლავ რჩებიან – მათ სახლებიდან ამ დრომდე გამოაქვთ საკუთარი ნივთები

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც კერძო შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებას გუშინ ხმაური მოჰყვა, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები კვლავ რჩებიან. მათ სახლებიდან ამ დრომდე გამოაქვთ საკუთარი ნივთები.
ასევე, მოსახლეობის ნაწილმა, გამოსახლების შემდეგ ღამე ღია ცის ქვეშ, კორპუსის მიმდებარედ გაათენა.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსის შიდა ტერიტორიაზე არ უშვებენ.
ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. არსებული ინფორმაციით, მოხდება ნაგებობის დემონტაჟი.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახის განსახლებას გუშინ მთელი დღის განმავლობაში ხმაური ახლდა. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც სამართალდამცავებმა ჯამში 17 ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე – „გაპრეზიდენტების“ შემთხვევაში, მარატ კამბოლოვი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის რუსეთის სივრცეში ანექსირებას – ეს ძალიან დიდი ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება