თვალჭრელიძის ქუჩაზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად, ოთხი ადამიანი დააკავეს

თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში ცოტა ხნის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცესი დაიწყო, რასაც აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
მოქალაქეები ბინებში შესვლას ითხოვნდნენ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. აღსრულების ბიუროს ცნობით, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.
ამასთან, აღსრულების ბიურო მოუწოდებს „უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღონ შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიურო ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში