ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თვალჭრელიძეზე დაკავებულებზე ფიზიკურად იძალადეს, კაცებს ეძახდნენ “პრინცესებს” – ადვოკატი

თვალჭრელიძეზე დაკავებულებზე ფიზიკურად იძალადეს, კაცებს ეძახდნენ “პრინცესებს” – ადვოკატი

თვალჭრელიძეზე დაკავებულების ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ მათ ფიზიკური გაუსწორდნენ, ასევე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
როგორც ის ფორმულასთან ყვება, დაკავებულ კაცებს, შეურაცხყოფის მიზნით, “პრინცესებს” ეძახდნენ.
“მათ შეეზღუდათ დაცვის უფლება, რადგან შსს არ გვეუბნებოდა, სად გადაიყვანეს, როგორ გადაიყვანეს, ახლა დარწმუნებული ვარ, ისევ იმ მანკიერ პრაქტიკას გააგრძელებს და 48 საათის განმავლობაში ეყოლებათ ეს ადამიანები იზოლატროში.
დააკავეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებზეც მოხდა ძალადობა. ერთი მხრივ, მათზე მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, კაცებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ეძახდნენ “პრინცესებს”, რომლებიც არიან მებრძოლი და უშიშარი ადამიანები. ასევე, მათზე მოხდა ფიზიკური ძალადობა, ათრიეს თმებით დაკავების დროს და რამდენჯერმე ფილტვის, მუცლის არეში ჩაარტყეს”, – ამბობს ადვოკატი.
თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ადამიანების ძალადობრივად გამოსახლება ხდებოდა, შსს-მ ჯამში 17 ადამიანი დააკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.