პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თერგზე „კამარა ჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიონში, მდინარე თერგზე 16,62 მგვტ სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.
„კამარა ჰესის“ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივის შეხვედრა კვლავ ჩაიშალა. როგორც „მთის ამბების“ პირდაპირი ეთერიდან ვიგებთ, მოქალაქეებმა პროექტის განხილვა არ ისურვეს. ადგილზე მრავლად იყვნენ სამართალდამცავებიც.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, რადგან მშენებლობის შედეგად გარემო დაზარალდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.