თეონა ჭალიძე – გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია 4 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოვედი და ე.წ. ტიტუშკები დაგვხვდნენ

გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია 4 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრიდან გამოვედი და სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან” ე.წ ტიტუშკები დაგვხვდნენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს კადრები, მოწმეები, თვითმხილველები.
ჭალიძე იმედს გამოთქვამს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შედეგს სწრაფად დადებს.
„გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია 4 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრიდან გამოვედი და სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან” ე.წ ტიტუშკები დაგვხვდნენ.
მათგან ერთ-ერთმა კამერების და ჟურნალისტების თვალწინ ხელი დამარტყა, როგორც გაირკვა, შემდეგ გადაცმული პოლიციელი ყოფილა.
არსებობს კადრები, მოწმეები, თვითმხილველები. დიდი იმედი არ მაქვს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფად დადებს შედეგს, თუმცა ჩვენი მხრიდან ყველა ფაქტის დაფიქსირება შესაბამის უწყებებში მაინც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ჭალიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში