თეონა აქუბარდია – ოპოზიციური პარტიები ერთობლივად აგრძელებენ მუშობას, რომ დაუწესდეს სანქციები იმ პირებს, რომლებიც ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ

თქვენ ხედავთ, იმ მძიმე პროცესებმა, რომელიც ოლიგარქმა ივანიშვილმა თავისი ავტორიტარული მმართველობით შექმნა, მათ შორის დასავლეთთან იზოლაციის კუთხით, რამდენად გაზარდა ქვეყნისა და ქვეყნის გაცხადებული ინტერესებისთვის საფრთხეები, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივად აგრძელებენ მუშობას იმისათვის, რომ დაუწესდეს სანქციები იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში „ოლიგარქიული რეჟიმის“ პირობებში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ.
„გუშინ ვიხილეთ ჩვენი დასავლელი მეგობრების განცხადებები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, რომელმაც საქართველოსთან ყველა პროგრამა გააჩერა, მათ შორის თავდაცვის სფეროში. თქვენ ნახეთ ევროკავშირის ელჩის პოზიცია, მათ შორის მისი მწვავე შეფასებები და სანქციების მოთხოვნა, რომელიც პირდაპირ ავტორიტარული რეჟიმზე იქნება დამიზნებული. ასევე ვხედავთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე აქვს. პარტნიორებისგან ძალადობის დაგმობა და უკანონო დაკავებული პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, რომელიც -ს საელჩომ გააჟღერა, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ავტორიტარული-ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ მუშაობს, რომ სანქციების საგანი იყოს, ის მძიმე ფუნდამენტური უფლებების კუთხით დარღვევები, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი ახორციელებს“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა