ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეონა აქუბარდია ანრი ოხანაშვილს - თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან - კაცურად მოიქეცით თუ შეიძლება

თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს. თეონა აქუბარდიამ ანრი ოხანაშვილს „კაცურად მოქცევისკენ“ მოუწოდა.
„ბატონო ანრი, ძალიან რთულია ჩემთვის ემოციურად, დარბაზში რომ შემოვდიოდი, თქვენი დედის გინება უკან მომყვა თქვენგან, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვაგრძელებ კანონზე საუბარს და კაცურად მოიქეცით თუ შეიძლება. სხვებსაც აქვთ მოსმენილი და ძალიან კარგად იცით, თუ გინდათ ფაქტებს დაგიდებთ. თქვენ ხართ კაცი, რომელმაც, დარბაზში როცა შემოვდიოდი, დედის გინება მომაყოლა უკან. რამე რომ იყოს, ისე რომ იცოდეთ“,-მიმართა აქუბარდიამ ოხანაშვილს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.