თეონა აქუბარდია – აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ გადარჩება – ეს არის ბოდვა და მორიგი მანიპულაცია

აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ [დონალდ] ტრამპი გაიმარჯვებს [აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში], „ქართული ოცნება“ გადარჩება. ეს არის ბოდვა და მორიგი მანიპულაცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
დეპუტატის განმარტებით, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ-ს „ინსტიტუციური დამოკიდებულება“ გაგრძელდება, როგორც რუსეთთან, ისე დემოკრატიასთან მიმართებით.
„საქართველოსთვის მნიშვნელობა არ აქვს ტრამპს აირჩევს ამერიკელი ხალხი თუ დემოკრატების ლიდერს. ერთი მხრივ, გვახსოვს ტრამპის პრეზიდენტობაც, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ კრიტიკა ამ პერიოდში. იმავდროულად, ვიცით, ტრამპის დამოკიდებულება, განსაკუთრებით, ჩინეთთან მიმართებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად გაიხადა და აშშ ჩაანაცვლა. ამიტომ, აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, „ქართული ოცნება“ გადარჩება. ეს არის ბოდვა და მორიგი მანიპულაცია. ამიტომ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო პოსტზე, მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება იმ ინსტიტუციური დამოკიდებულების, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებობს, ისევე როგორც, დემოკრატიასთან დაკავშირებით. დემოკრატიის ხაზს „ქართულმა ოცნებამ“ რომ გადაუხვია, ამიტომაც არის ურთიერთობები გადახედილი და ამიტომაც არის დაკეტილი კარი ნატო-სა და ევროკავშირში“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება