ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თენგო თევზაძე - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” მიიღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას, სიაში არიან ახალი, კეთილსინდისიერი და შემდგარი ადამიანები

თენგო თევზაძე - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” მიიღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას, სიაში არიან ახალი, კეთილსინდისიერი და შემდგარი ადამიანები

„კოალიცია ცვლილებისთვის" ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა.
როგორც კოალიციის წევრი თენგო თევზაძე აცხადებს, მათ 100 - კაციანი საარჩევნო სია წარადგინეს და მათი მთავარი მიზანი არა "ქართული ოცნების" ჩანაცვლება, არამედ ცვლილება იქნება.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პოლიტიკურ პარტიებს ეწურებათ პარტიული სიების წარდგენის ვადა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის" მიიღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას. სიაში არიან ახალი, კეთილსინდისიერი და საკუთარი პროფესიით შემდგარი ადამიანები. ჩვენ ვიქნებით თანამედროვე პოლიტიკური პარტია, რომელიც გამოცდილებასთან ერთად, ძალიან ბევრ ახალი თაობის პოლიტიკოსს აერთიანებს. ჩვენ ვიბრძვით ცვლილებისთვის და არა ჩანაცვლებისთვის.
ჩვენი სია დაახლოებით 100 - კაციანია. პირველ ხუთეულში არიან: ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ლემონჯავა და თენგო თევზაძე.
ელენე ხოშტარიაც სიაშია და აუცილებლად გახდება მომავალი პარლამენტის წევრი", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.