თენგო თევზაძე: ეს არის კაპიტულაცია და განაცხადი იმის რომ ეს ორი პარტია სისტემურ ოპოზიციონერობას ვერ გაქაჩავს. ვინ-ვინ და ირაკლი კობახიძემ ეს მშვენივრად იცის

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი თენგო თევზაძე:

ღალატის და ტექნიკური ოპოზიციის შექმნის ქრონიკა 👇
ამის შესახებ ტელევიზიით არავინ მოგიყვებათ, ამიტომ ამ სტატუსში შეგიძლია წაიკითხოთ სამწუხარო სიმართლე და მტკიცებულებები კომენტარებში !
ქართულ ოცნებას კონკურენტი არ ჰყავს (მხოლოდ ერთი, ქოცების მერობის კანდიდატია რეგისტრირებული) – გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, თიანეთში, გარდაბანში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხში, მესტიაში, საჩხერეში, ბაღდათში, ვანში, ტყიბულში, აბაშაში,მარტვილში, ფოთში.
28 მუნიციპალიცეტში მხოლოდ ქოცი მერობის კანდიდატია. ანუ გამომგლეჯველებმა 28 ადგილას “გამოგლეჯვის ბრძოლა” ბრძოლის გარეშე დათმეს (ეს ნიშნავს ზუსტად არა სისტემურ არამედ ტექნიკურ ოპოზიციას – პარტიისთვის შინაარსობრივი და ადამიანური რესურსი რომ არ არსებობს).
სადაც წარადგინეს მერობის კანდიდატები იქ 50% მეტი ტექნიკური კანდიდატია (ანუ გინდ ყოფილა – გინდ არა).
კიდევ უფრო ცუდი მგომარეობა არის საარჩევნო უბნების ნაწილში. ხომ გახსოვთ 3000-ზე მეტი ბრძოლის ადგილი რომ უნდა ყოფილიყო საქართველოში და ადუღებულიყო მთელი ქვეყანა ? ტყუილი აღმოჩნდა.
ერთად ლელომ და გახარიას პარტიამ ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო უბნები: 3055 საარჩევნო უბნიდან ლელის 253 უბანზე კომისიის წევრი არ ჰყავს, ხოლო გახარიას პარტიას 1337 უბანზე. რეგიონებში გახარიას პარტიას უბნების 41%-ზე კომისიის წევრი არ ჰყავს.
ეს არის კაპიტულაცია და განაცხადი იმის რომ ეს ორი პარტია სისტემურ ოპოზიციონერობას ვერ გაქაჩავს. ვინ-ვინ და ირაკლი კობახიძემ ეს მშვენივრად იცის.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა