ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თენგიზ შარმანაშვილი ჯგუფ „მგზავრების“ მიერ ზღვისუბნის პარკში კონცერტის გაუქმებაზე - ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ

თენგიზ შარმანაშვილი ჯგუფ „მგზავრების“ მიერ ზღვისუბნის პარკში კონცერტის გაუქმებაზე - ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, ჯგუფ „მგზავრების“ ვიდეოს აზიარებს, სადაც ისინი რუსეთში გასამართ კონცერტებს აანონსებენ.
შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ვიდეო 2008 წლის მოვლენების შემდეგ არის გადაღებული, “მგზავრებს” კი ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ.
„2008 წლის მოვლენების შემდეგ. ევროპა არა? ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.
ჯგუფმა “მგზავრებმა” 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით გასამართი კონცერტი იმ მოტივით გააუქმა, რომ ყველა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე უნდა წავიდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.