თენგიზ შარმანაშვილი – წულუკიანის გარდა სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეს, რომელთაც სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება აქვთ გამოტანილი?

დარწმუნებული ვარ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს მოუწევს სასამართლოს წინაშე სერიოზული პასუხის გაცემა მის მიერ გაცემული არასწორი ინფორმაციის გამო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი აღნიშნულით გამოეხმაურა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანსა და დეპუტატ თეა წულუკიანს შორის არსებულ დავას.
„ჟორჟოლიანმა, მაინც და მაინც, წულუკიანი რატომ ამოარჩია? თქვენ, რა გგონიათ, საქართველოს უზენაეს სასამართლო მაშინ პირველი ინსტანციით განიხილავდა იმ საქმეებს, რომელი მუხლებითაც სიკვდილით დასჯა იყო განსაზღვრული? წულუკიანის გარდა სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეს მთელი იმ წლების განმავლობაში, რომელთაც სიკვდილით დასჯა აქვს გამოტანილი?
დარწმუნებული ვარ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს მოუწევს სასამართლოს წინაშე სერიოზული პასუხის გაცემა მის მიერ გაცემული არასწორი ინფორმაციის გამო.
რატომ ვარ ბედნიერი ზოგადად, როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობ – მე მაშინ დეპუტატი ვიყავი, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსიდან სიკვდილით დასჯა ამოვიღეთ,“ -განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, დეპუტატი თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. წულუკიანთან ერთად მოსარჩელეები არიან წულუკიანის დედა, ძმა და ძმისშვილი. როგორც თეა წულუკიანმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას, სახელწოდებით: “წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი”. წულუკიანის განმარტებით, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან, იმ ადამიანთა ნახევარზე მეტი, ვინც ტელეწამყვანმა მისი მოსამართლე მამისგან დახვრეტილად წარმოაჩინა, ჯერ კიდევ ცოცხალია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში