ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თენგიზ შარმანაშვილი - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება - ოპოზიციამ კანდიდატი გამარტივებულად დაასახელოს და შემდეგ მათ კანდიდატზე ყველამ ერთად ვიცინოთ

თენგიზ შარმანაშვილი - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება - ოპოზიციამ კანდიდატი გამარტივებულად დაასახელოს და შემდეგ მათ კანდიდატზე ყველამ ერთად ვიცინოთ

ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი გამარტივებულად დაასახელოს და შემდეგ მათ კანდიდატზე ყველამ ერთად ვიცინოთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებას, რომლის მიხედვით, თუ „ქართული ოცნება“ თბილისში კახა კალაძეს წარადგენს, მათ კანდიდატის დასახელება გაუმარტივდებათ.
შარმანაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისში „ქართული ოცნება“ კვლავ კალაძეს წარადგენს.
„ცალსახად, გადაჭრით და პირდაპირ ითქვა, რომ “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ასე რომ ამ თემაზე დისკუსია ალბათ უნდა დაიხუროს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.