ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თენგიზ შარმანაშვილი - მოლოდინი იგივეა, რაც წინა ხუთი რეზოლუციის დროს იყო - თურმე ეუთოოდირის დასკვნაზე უფრო ფასეული ყოფილა ჩვენი მხრიდან ზოგიერთი „ვაი პოლიტიკოსის“ აღქმებიდან გამომდინარე რაღაც ნარატივები

თენგიზ შარმანაშვილი - მოლოდინი იგივეა, რაც წინა ხუთი რეზოლუციის დროს იყო - თურმე ეუთოოდირის დასკვნაზე უფრო ფასეული ყოფილა ჩვენი მხრიდან ზოგიერთი „ვაი პოლიტიკოსის“ აღქმებიდან გამომდინარე რაღაც ნარატივები

მოლოდინი იგივეა, რაც წინა ხუთი რეზოლუციის დროს იყო - თურმე ეუთოოდირის დასკვნაზე უფრო ფასეული ყოფილა ჩვენი მხრიდან ზოგიერთი „ვაი პოლიტიკოსის“ აღქმებიდან გამომდინარე რაღაც ნარატივები, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციას, რომელიც არა ფაქტებს, არამედ აღქმებს და წინასწარ პოლიტიკურ აკვიატებულ იდეებს ეფუძნება, მათთვის „ჩალის ფასი“ აქვს.
„მოლოდინი იგივეა, რაც წინა ხუთი რეზოლუციის დროს იყო. ეს ადამიანები თავის გადაწყვეტილებაში სუვერენული და დამოუკიდებლები არ არიან. ისინი პირდაპირ ექვემდებარებიან იმ ძალებს, რომლებსაც ჩვენ “დიფ სთეითს” ვეძახით. არანაირი ფაქტები [არ აქვთ]. ჯერ ამბობდნენ, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებაო, შემდეგ არ მოეწონათ ეს დასკვნა და რა სიტყვებით არ მოიხსენიეს. თურმე ეუთოოდირის დასკვნაზე უფრო ფასეული ყოფილა ჩვენი მხრიდან ზოგიერთი “ვაი პოლიტიკოსის” აღქმებიდან გამომდინარე რაღაც ნარატივები. ჩვენ ვამბობთ, რომ რეზოლუცია, რომელიც არა ფაქტებს, არამედ აღქმებს და წინასწარ პოლიტიკურ აკვიატებულ იდეებს ეფუძნება, ჩვენთვის “ჩალის ფასი” აქვს და არ შეიძლება, სხვანაირად იყოს”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი დღეს რეზოლუციის პროექტს - „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ“ უყრის კენჭს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.