თენგიზ შარმანაშვილი – ლევან ხაბეიშვილის წერილი სასაცილოა – ცუდი მოწაფეა და კარგისგან გადაწერა უნდა, მაგრამ ჩვენს რვეულში კარგად ვერ იყურება და შეცდომებით იწერს

ლევან ხაბეიშვილის წერილი სასაცილოა – ცუდი მოწაფეა და კარგისგან გადაწერა უნდა, მაგრამ ჩვენს რვეულში კარგად ვერ იყურება და შეცდომებით იწერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხაბეიშვილის წერილი „ტყუილებით არის გაჯერებული“.

„ლევან ხაბეიშვილის წერილი ვნახე. ეგ საერთოდ სასაცილოა. ცუდი მოწაფეები კარგი მოწაფეებისგან იწერენ ხოლმე საკონტროლო დავალებას სკოლაში, ცალი თვალი იქით აქვთ. ლევან ხაბეიშვილი ჩვენგან ასე თუ გადმოიწერდა ყველაფერს, არ ვიცოდი. თან ტყუილებით არის გაჯერებული. ამბობს, ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია და ამიტომ, ერთსქესიანთა ქორწინება არ იქნებაო. გახსოვთ, როცა ერთსქესიანთა ქორწინებაზე კონსტიტუციაში ვწერდით, მისი პარტიის წარმომადგენლები რა დღეში იყვნენ. ამბობდნენ, რომ ეს აქტუალური არ იყო. მეორე ტყუილია ის, რომ ევროკავშირში არის ქვეყნები, რომელთაც ეს უწერიათ და თავი დაიცვეს. ეს პოლონეთსაც ეწერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დაარეგისტრიროს მიუხედავად იმისა, შიგნით რა კანონმდებლობა გაქვსო. პოლონეთი იძულებული გახდა, რომ ეს ქორწინება დაერეგისტრირებინა და ქორწინება დაეწყო. ევროპაში ამ მიმართულებით ისე წაიყვანეს საქმე, რაც გულდასაწყვეტია. რაც შეეხება რუსეთს – რუსეთთან დაკავშირებით, ჩვენ რა გვაქვს?! რაციონალური პოლიტიკა გვაქვს. ამიტომ გეუბნებით, რომ ცუდი მოწაფეა და კარგისგან გადაწერა უნდა, მაგრამ ჩვენს რვეულში კარგად ვერ იყურება და შეცდომებით იწერს. ჩვენი პოლიტიკა რაღაც ნიშის დასაკავებლად კი არ გვაქვს, ასე ვფიქრობთ და ასე გვჯერა. ეს არის ჩვენი შინაგანი რწმენა. ისინი აპირებენ რაღაც ნიშების დაკავებას პოლიტიკური მოდიდან გამომდინარე,” – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც პატიმრობაში მყოფი ხაბეიშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მის მიმართვაშია აღნიშნული, უნდა მოხდეს შეთანხმება 5 საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც „პროპაგანდას პასუხი უნდა გასცენ“. დამატებით ერთ საკითხად კი ლევან ხაბეიშვილი ასახელებს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს