ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თენგიზ შარმანაშვილი ელჩებზე - ეს ადამიანები საქართველოში „დიფ სთეითის" საქმიანობის აღმასრულებელი ფუნქციონერები არიან - ისეთი გულუბრყვილოები არ ვართ, ვიფიქროთ, დილით გაიღვიძეს, ოპოზიციის მიმართ სიმპათიით აღიჭურვნენ და ყველაფერს ამიტომ აკეთებენ

თენგიზ შარმანაშვილი ელჩებზე - ეს ადამიანები საქართველოში „დიფ სთეითის" საქმიანობის აღმასრულებელი ფუნქციონერები არიან - ისეთი გულუბრყვილოები არ ვართ, ვიფიქროთ, დილით გაიღვიძეს, ოპოზიციის მიმართ სიმპათიით აღიჭურვნენ და ყველაფერს ამიტომ აკეთებენ

ეს ადამიანები [ელჩები] საქართველოში „დიფ სთეითის" საქმიანობის აღმასრულებელი ფუნქციონერები არიან - ისეთი გულუბრყვილოები არ ვართ, ვიფიქროთ, დილით გაიღვიძეს, ოპოზიციის მიმართ პირადი სიმპათიით აღიჭურვნენ და ყველაფერს ამიტომ აკეთებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა.
შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ელჩებს „ვენის კონვენციას არღვევინებენ“.
„ელჩს ასეთი საქმიანობის უფლებას მისი საქართველოში გამომგზავნელი ქვეყანა არ მისცემს, რადგან როგორც კი ვინმე მსგავსს საქმიანობას ეწევა, მიუთითებენ, რომ ასეთი საქმიანობა აღარ გააგრძელოს.
როცა წლობითა და თვეობით ერთსა და იმავეს აკეთებენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათი პატრონებისგან მოდის და ეს უკვე ნათელია! ფაქტები როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გავაცნოთ - საიდან მოდის ეს ყველაფერი, როგორ არღვევინებენ მათ ვენის კონვენციას და როგორ არ სთხოვენ პასუხს ვენის კონვენციის დარღვევაზე“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. უცხოელ ელჩებს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.