მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი თენგიზ ვერულავა:
თუ დღევანდელი პოლიტიკური ლოგიკით ვიმსჯელებთ, აკაკი წერეთელიც „რუსოფობი“ ყოფილა და, ალბათ, „დიპ სტეიტის“ დირექტივებს ასრულებდა.
ოღონდ ერთი პატარა ქრონოლოგიური პრობლემა გვაქვს – აკაკი ამას XIX საუკუნეში წერდა:
„დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?..
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.“
რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ქართული პროტესტი არც 2022 წელს დაწყებულა და არც 2008 წელს. მას ბევრად უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს – ჩვენი ეროვნული მოძრაობის, ლიტერატურისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორია.
ამიტომ ისტორიული ანტირუსული იმპერიალიზმის ახსნა თანამედროვე „დიპ სტეიტის“ დირექტივებით ცოტა რთულია – ქრონოლოგია ხელს გვიშლის.




