არქივი22 აპრილი, 2026, 11:10
თემურ ქეცბაია თბილისის “დინამოს” მწვრთნელი ხდება – Geo Team
7
Geo Team-ის ცნობით, თბილისის „დინამოს“ თემურ ქეცბაია ჩაუდგება სათავეში:
„თემურ ქეცბაია „დინამო თბილისში“! Geo Team-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია „დინამო თბილისის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-7 მატჩის ვერმოგების შემდეგ, „დინამო“ ვლადიმერ კაკაშვილთან თანამშრომლობას შეწყვეტს. ლეგენდარული დინამოელი სახლში ბრუნდება“.
ქეცბაია ბოლოს „ანორთოსისში“ მუშაობდა, რომელიც 3 თებერვალს დატოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.