არქივი8 სექტემბერი, 2024, 10:05
თემურ ქეცბაია: ვულოცავ ნაკრებს - დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ

საქართველოს ნაკრების მიერ ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის 4:1 დამარცხებას, სოციალურ ქსელში კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია გამოეხმაურა:
"ვულოცავ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ და ჯგუფიდან გასვლაც არ იყო შემთხვევითი. წარმატებები ჩვენ ქვეყანას".
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.