ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თემურ ქათამაძეს სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

თემურ ქათამაძეს სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

“ბათუმელ მედროშეს” თემურ ქათამაძეს სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. მას ქვეყნიდან გააძევებენ.
“თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა…
სასამართლომ უარი გვითხრა მოწმეების დაკითხვაზეც, რომლებიც დაადასტურებდნენ მნიშვნელოვან გარემოებებს ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულებები, სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და შსს-ს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში,” – განუცხადა თემურ ქათამაძის ინტერესების დამცველმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, მარიამ გაბროშვილმა გამოცემა “ბათუმელებს”.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს, 29 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.