ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თემურ ორჯონიკიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, აჩიკო ბოლქვაძე კი ბრინჯაოს პრიზიორი

თემურ ორჯონიკიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, აჩიკო ბოლქვაძე კი ბრინჯაოს პრიზიორი

სერბეთის ქალაქ ნოვისადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 23-წლამდელებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავე თემურ ორჯონიკიძემ (77 კგ) პირველი ადგილისთვის შეხვედრაში ბრძოლა უკრაინელ ირფან მირზოევთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრამდე მან მოლდაველი, შვედი და უზბეკი მოწინააღმდეგეები დაამარცხა.
აჩიკო ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პოლონელი იესინ ბენ ლაბედი დაამარცხა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან მერვედფინალი უკრაინელ ივან ჩმირთან დათმო, ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ქარჩაიძე, შემდეგ კი სერბი ანდრია მიჰაილოვიჩი დაამარცხა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.