ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თემურ გორგაძე: ვებსაიტი იმედი.ჯი რუსულ სერვერზე გადასკუპდა

თემურ გორგაძე: ვებსაიტი იმედი.ჯი რუსულ სერვერზე გადასკუპდა

ვებსაიტი იმედი.ჯი რუსულ სერვერზე გადასკუპდა, - ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, თემურ გორგაძე სოციალურ ქსელში წერს.

გორგაძე იმ კომპანიას ასახელებს, რომელსაც იმედის ვებსაიტის სერვერი ეკუთვნის.

მისივე თქმით, ეს არის რუსული კომპანია. იგი დაარსდა რუსეთში (ქალაქ დონის როსტოვში). ​ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდის უსაფრთხოებასა და ტრაფიკის გაფილტვრას ეს რუსული პროვაიდერი უზრუნველყოფს.

ტვ „იმედი“, ბრიტანეთი, რუსეთი და სანქციები – ახსნილი გლეხურად:

​ვებსაიტი იმედი.ჯი გადასკუპდა ახალ სერვერზე, რომლის დასახელებაა ns1. ddos - guard. net. ​ვის ეკუთვნის ეს სერვერი?

კომპანია DDoS-Guard-ს.

​საიდან არის ეს კომპანია?

ეს არის რუსული კომპანია. იგი დაარსდა რუსეთში (ქალაქ დონის როსტოვში). ​ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდის უსაფრთხოებასა და ტრაფიკის გაფილტვრას ეს რუსული პროვაიდერი უზრუნველყოფს.

საიდან ვიცით ეს. ამის გასაგებას ჭირდება გუგლი და 2 წუთი.

არა ძმა რა რუსეთი, რა რუსული პროპაგანდა იმედი დამოუკიდებელი მედიაა,- წერს გორგაძე

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.