ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თემურ ალასანია ადამიანებს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებს, რაც მიუღებელი და გამაოგნებელია - ეკა სეფაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: "სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ "ფუი, ეშმაკს" და დაგვიბრუნდება? ეს არ მოხდება."
სეფაშვილის შეფასებით, თემურ ალასანიას განცხადება მიუღებელია.
"თემურ ალასანიას განცხადება იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არა მარტო მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, გამაოგნებელია. პირდაპირ საუბრობს ომზე და ადამიანებს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებს. ეს გამაოგნებელია, არ ვიცი, ამას რა სახელი დავარქვა. აბსოლუტურად მიუღებელია და, ვფიქრობ, ეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომხრეების რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. დარწმუნებული ვარ, მათ მომხრეებს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ საქართველოს გაერთიანება, უბრალოდ, სხვა გზას ხედავენ ამაში და ომი მათთვისაც ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც - ჩვენთვის," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.