ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თელ-ავივში ტერაქტისას საქართველოს მოქალაქე დაიჭრა

თელ-ავივში პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება", - აცხადებენ საგარეოში.
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 8 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 7 კი დაიჭრა.
Times of Israel-მა პოლიციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.